loader

ჩვენ შესახებ

title

კომპანია მოხარულია გაცნობოთ, რომ 2018 წლის 25 მაისს დაიწყო პირველი, 6 კილოვატიანი, ქსელზე მიერთებული მზის ელექტრო სისტემის პროექტის განხორციელება სურამში, საქართველოში.

img
img

ჩვენ შესახებ

title

ევროპელ პარტნიორებთან ერთად, რამოდენიმე თვიანი მნიშვნელოვანი მუშაობის შედეგად საქართველო მიუერთდა EN-50438 სტანდარტს. აღნიშნული ნიშნავს, რომ:
1. მიკრო-გენერატორები და მათი დამცავი მოწყობილობები სრულად შეესაბამება, დაბალი ძაბვის გამანაწილებელ ქსელებთან პარალელურად მიერთებისა და ექსპლუატაციის, ევროპული სტანდარტების ტექნიკურ მოთხოვნებს,
2. თითოეული კომპონენეტის ხარისხი შეესაბამება ევროპაში აღიარებულ სტანდარტებს, და
3. ქართველ მომხმარებლებზე გავრცელდება მწარმოებლის 10 წლიანი სრულყოფილი საგარანტიო მომსახურება, რომელიც არ განსხვავდება სხვა ევროპული ქვეყნების მომხმარებლების საგარანტიო მომსახურებისაგან.


ჩვენი გუნდი

title

ჩვენი გუნდი ფოკუსირებულია მოგაწოდოთ უმაღლესი ხარისხის სრულყოფილი მომსახურეობა, რომელიც მოიცავს კონსულტაციას, საინჟინრო და სამონტაჟო სამუშაოებს. ჩვენ მიერ მოწოდებული პროდუქცია მოიცავს საყოფაცხოვრებო და კომერციული დანიშნულების ქსელურ და ავტონომიურ სისტემებს.
მრავალფეროვანი არჩევანის მიუხედავად, ჩვენი გუნდი ორიენტირებულია მომხმარებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარებისკენ, რაც გულისხმობს: მჭიდრო კავშირებს საინჟინრო, სამონტაჟო და ტექნიკურ მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში.
გადაათვალიერეთ ჩვენი ვებ-გვერდი და თუ გაგიჩნდებათ კითხვები ან სურვილი გააკეთოთ კომენტარი, მოგვწერეთ. ვიმედოვნებთ, რომ ვითანამშრომლებთ.


img